აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18 ივნ 2021

აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 224 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10.

რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 221 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 320.