ქართული ჭიდაობაში გოგონათა შორის პირველი საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

17 ივნ 2021

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ პირველად ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონები მონაწილეობდნენ. ჩემპიონობისთვის 4 წონით კატეგორიაში სულ 38 გოგონა იბრძოდა.

ჩემპიონატის გამარჯვებული გახდნენ:

  • ანანო კინწურაშვილი, სენაკი - 40 კგ. წონით კატეგორია;
  • ეთერ ვარშანიძე, აჭარა - 45 კგ.წონით კატეგორია;
  • თამთა თებიძე, აჭარა - 50 კგ. წონით კატეგორია;
  • თამარ გეწაძე, ზესტაფონი - 50+ კგ. წონით კატეგორია.

საქართველოს ქალთა პირველი პირადი ჩემპიონატის საპრიზო გასული სპორტსმენების სია კი შემდეგია:  

  • 40 კგ: ანანო კინწურაშვილი (სენაკი) ნინო ხარაიშვილი (ზესტაფონი)  მარი მახარაძე (აჭარა)
  • 45 კგ: ეთერ ვარშანიძე ( აჭარა)  სალომე კირკიტაძე (აჭარა)  ნინო ჩადუნელი (ზესტაფონი)
  • 50 კგ: თამთა თებიძე (აჭარა) ნინი გუნცაძე (ზესტაფონი) ლილე ნაკაშიძე (აჭარა)
  • +50 კგ: თამარ გეწაძე (ზესტაფონი) ნინო მამულია (სენაკი) ანანო ზოიძე (აჭარა)