ნინოწმინდის პანსიონი სახალხო დამცველისთვის ღიაა

17 ივნ 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს მომავალ კვირაში  სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი ერთად მოინახულებენ, მანამდე კი სოციალური მუშაკები ბავშვების საჭიროებების შეფასებას გააგრძელებენ. აუდიენცია ომბუდსმენსა და ბოდბელ მთავარეპისკოპოსს შორის საათზე მეტხანს გაგრძელდა, ასევე დღეს გახმოვანდა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პანსიონს დატოვებს ყველა ვისაც ბავშვები ადანაშაულებენ. მეუფე იაკობმა რამდენიმე აღმზრდელი დაწესებულებიდან უკვე გაათავისუფლა.