იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს კენჭი უყარეს

17 ივნ 2021

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი.

უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.

საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.