საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

17 ივნ 2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 18.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 920 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 342 720  გამოჯანმრთელდა, 5 114 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.