ბათუმის საკრებულოს სხდომა

16 ივნ 2021

ლევან ანთაძე ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოში ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. ქართული ოცნებიდან წასული დიმიტრი ჭეიშვილი კი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ელგუჯა ანდრიაძემ შეცვალა. ფარულ კენჭისყრაში 15-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.

ნაციონალურმა მოძრაობამ პროცესს დადგმული სპექტაკლი უწოდა და ბოიკოტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.  დღის წესრიგის განხილვამდე გაკეთდა განცხადებები.