აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 ივნ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 253 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 70, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 პირი.

599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 338 - თბილისში, 228- აჭარაში. 5 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 537 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 461, პირი, აჭარაში - 1 448.