ერგნეთში შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანი დაესწრება

15 ივნ 2021

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრა ამ წუთებში იწყება, მონაწილეები უკვე იკრიბებიან.  ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის უპირობო გათავისუფლებას. არსებული ინფორმაციით, ერგნეთში ჩავა, ზაზა გახელაძის ოჯახი.  

ამბობენ, რომ გამოიყენებენ ყველა შანსს, რათა ზაზა გახელაძეს ოკუპანტების ტყვეობიდან დაიხსნან.

შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი.მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა იმ ინციდენტს განიხილავენ, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.