მეუფე სპირიდონის მორიგი განცხადება

14 ივნ 2021

ეკლესიის დევნა და ეკლესიის წინაღმდეგ ომი-  ასე აფასებს, სხვალთელი ეპისკოპოსი ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს. საკვირაო ქადაგებისას, მეუფე სპირიდონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ სივრცეში გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ, თავის მრევლთან გაახმოვანა. მღვდელმთავარი ამბობს, რომ სოდომისტ-ჰომოსექსუალთა  მხრიდან ხალხზე შეტევა მიმდინარეობს.

სხალთელი ეპისკოპოსის განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი, ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმინდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო დამცველი, როგორც ტავად ამბობს ქართველი ახალგაზრდობის გასარყვნელად.