ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა

13 ივნ 2021

ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს ხელვაჩაურში, სადაც  სხვადასხვა კატეგორიაში ერთმანეთს   250 -მდე ძაღლი ეჯიბრება. გამოფენაში როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე  უცხოეთიდან ჩამოყვანილი ძაღლები მონაწილეობენ.

გამოფენა დღის ბოლომდე გაგრძელდება და სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო ძაღლებს მედლებით დააჯილდოვებენ.