ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

13 ივნ 2021

ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანის მიერ, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი საკუთარ ოჯახებს უკვე  დაუბრუნდნენ.

საკითხს  დადებითი გამოხმაურებები მოყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან.