დაკავება ქუთაისში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით

13 ივნ 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში 29 წლის ახალგაზრდა დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ნიკეას ქუჩაზე, ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს - 1986 წელს დაბადებულს  თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. გამოძიება  353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.