ნინოწმინდის პანსიონში მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად არასრულწლოვნები ჩაიყვანეს

12 ივნ 2021

ეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერად ნინოწმინდის პანსიონში 50-მდე არასრულწლოვანი მიიყვანეს. ბავშვები დაწესებულებაში "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ჩაიყვანა.

ცნობილი, რომ არასრულწლოვნები წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მშობლების თანხმობით დარჩებიან.