ეპიდვითარება ჯერ კიდევ საყურადღებოა

12 ივნ 2021

ისევ პირბადე და ისევ დისტანცია  კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ეს და ვაქცინაცია კვლავ ერთადერთი ბერკეტია კოვიდ 19-ის ჯაჭვის გასაწყვეტად. მიუხედავად იმის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შედარებით იკლებს, არ იკლებს გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი.

ბოლო 24  საათში კორონავირუსით  22 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა  498 პაციენტი.