ფოთში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

11 ივნ 2021

ფოთის  ზღვაში  გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, მაშველებმა იპოვეს. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა. 

თვითმხილველთა ინფორმაციით, 26 წლამდე ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად წყალში საბანაოდ შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მათივე განმარტებით, ის, სავარაუდოდ, წყლის დინებამ გაიტაცა. 

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული იყო სპეციალური ტექნიკა.