"სინოვაკის" ვაქცინის პირველ და მეორე დოზაზე რეგისტრაცია გრძელდება

11 ივნ 2021

"სინოვაკით" ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება. დარეგისტრირება შესაძლებელია, როგორც პირველი, ისე მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა "სინოფარმის'' მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge

"სინოვაკის" ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.