ბათუმი ვეტერანთა შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს

11 ივნ 2021

ბათუმი ვეტერანთა შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელსაც ევროპის ვეტერანთა ლიგის პრეზიდენტი და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

შეჯიბრება ბათუმში 8 და 12 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს.