რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ აჭარის მთავარი აუდიტორი აირჩიეს

11 ივნ 2021

რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ აჭარის მთავარი აუდიტორი აირჩიეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავა იმუშავებს. 

კახაბერ კირტავა 2011 წლიდან დღემდე აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

დეპუტატების უმრავლესობამ მას მხარი გასულ წლებში, მათ შორის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ორჯერ არ დაუჭირა. მიზეზად კი მის წარსულ საქმიანობას ასახელებდნენ. 

მთავარი აუდიტორი კანდიდატურას დღეს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.