ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალი გაიხსნა 

11 ივნ 2021

ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე, მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.

ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა.

ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით.

წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აჭარის ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, დიპლომატიური კორპუსის და კომპანიის წარმომადგენლები.