რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

10 ივნ 2021

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისხატის ტაძარში გაიმართა.

რევაზ გაბრიაძე  ეკუთვნის პიესები: „ფეოლა“, „ ხანუმა პარიზში“, თავისივე სცენარით კი აქვს დადგმული: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადის ბრძოლა“.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.