უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მედეა ვასაძე აირჩიეს

10 ივნ 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით მედეა ვასაძე აირჩიეს.

დღესვე იმსჯელეს უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე - პარმენ ჯალაღონიაზე, რომლის კანდიდატურასაც მხარს არ უჭერს ოპოზიცია, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ , რომ მას მეორე ვადითაც ერთხმად დაუჭერენ მხარს. ამ საკითხების გარდა კომიტეტზე სხვა თემებზეც იმსჯელეს.