აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

10 ივნ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  305 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 86, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.

594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 – თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 722, პირი, აჭარაში – 1 987.