09 ივნ 2021
ვაქცინირებულებისთვის საზღვრები იხსნება
საფრანგეთი, აცრილი ტურისტებისთვის, საზღვრებს 9 ივნისიდან გახსნის. ქვეყანაში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, მათ შორისაა მგზავრობასთან დაკავშირებული რეგულაციები.
ახალი წესების თანახმად, შეიქმნა "მწვანე" ქვეყნების სია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნები, სამხრეთ კორეა, იაპონია და ისრაელი შედიან. ამ სახელმწიფოებიდან საფრანგეთში ჩასულ ტურისტებს კოვიდტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ, ხოლო მათ ვინც არ არის აცრილი, ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.
ასევე შექმნილია "ნარინჯისფერი" სია, რომელშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და აფრიკისა და აზიის ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის არის საქართველოც. ამ სახელმწიფოებიდან ჩასულ ტურისტებს მოუწევთ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და შვიდი დღით თვითიზოლაციაში გადასვლა.
საფრანგეთს ასევე შექმნილია აქვს "წითელ" სიას, რომელშიც შედის სამხრეთ აფრიკა, ბანგლადეში, ჩილე და კოლუმბია. ყველა, ვინც წითელი ზონებიდან იქნებიან მოიწევთ თვით თვითიზოლაციაში გადასვლა, მაშინაც კი, თუ აცრა გაკეთებული აქვთ.
საფრანგეთი ამ ეტაპზე ვაქცინირებულად თვლის მხოლოდ იმ ტურისტებს, რომელთაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული: Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca– და Johnson & Johnson-ის ვაქცინები.
ესპანეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრები 7 ივნისიდან გახსნა. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაბრკოლების გარეშე შევა ყველა მოგზაური, ვინც აცრილია, როგორც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით. ამ ნუსხაში შედის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ჯონსონს ენდ ჯონსონი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.
ესპანეთში დამატებითი შეზღუდვები მხოლოდ ინდოეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის მოქმედებს.
საბერძნეთში ჩასვლა 50-ზე მეტი ქვეყნიდანაა შესაძლებელი. მოგზაურებს ევალებათ, წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა, რომ კორონავირუსი გადატანილი აქვთ.
მოგზაურების ნაწილს მაინც მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა.
მოგზაურებს ამ ვაქცინებიდან: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“, „ნოვავაქსი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „სინოვაკი“, „სპუტინიკი“, „სინოფარმი“, „კაზინო ბიოლოგიკსი“ ერთ-ერთი საბერძნეთში ჩასვლამდე 14 დღით ადრე ჰქონდეთ გაკეთებული. ასევე მოგზაურმა 24 საათით ადრე უნდა შეავსოს წინასწარი ფორმა თუ რა რა ადგილები (ლოკაციები) უნდა მოინახულოს.
კვიპროსი ტურისტებისთვის 25 მაისს გაიხსნა. ქვეყანაში ჩასვლა შეუძლიათ ევროკავშირის, კანადის, ეგვიპტის, სერბეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეებსაც.
კვიპროსს ქვეყნები დაყოფილი აქვს „ნარინჯისფერ“ და „წითელ“ ზონებად. ამ ნუსხაში შემავალი სახელმწიფოებიდან კვიპროსში ჩასულ მოქალაქეებს მოუწევთ ტესტის გაკეთება.
ვაქცინაციის მოქმედი სერთიფიკატებით სრულად სრულად ვაქცინირებული მგზავრები გამონაკლისს წარმოადგენენ.
სრულად ვაქცინირებულად კვიპროსში ითვლება ის მოგზაური, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული. გამონაკლისი არიან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრილი ტურისტები, რომელთაც კვიპროსში ჩასვლა იმუნიზაციიდან ორი კვირაში შეუძლიათ.
კვიპროსი აღიარებს, როგორც ევროკავშირის მიერ ავტორიზებულ ყველა ვაქცინას, ისე „სპუტნიკსა“ და „სინოფარმს“.
გერმანიაში მოგზაურობა ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდულია და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლა მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზით არის შესაძლებელი. თუმცა, გერმანია კონკრეტულ შემთხვევებსა და ზონებში ჩასასვლელად კოვიდსერტიფიკატების მიღების პროცესი უკვე იწყებს.