''ჭკვიანი კამერები''

13 ნოე 2016

„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ – შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდით დანაშაულის შემცირებას ეცდება. ახალი პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, პოლიცია  წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილ ე.წ. „ჭკვიანი კამერებს“ დაამონტაჟებს.