თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

08 ივნ 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში"-წერს თორნიკე რიჟვაძე.