თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-9 როტაცია

08 ივნ 2021

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტი დასასრულს უახლოვდება. ვაზიანში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-9 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონი სწავლებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის. მათ ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ.