„მსოფლიო ბანკი“ საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის დამატებით 34.5 მლნ. აშშ დოლარს გამოყოფს

08 ივნ 2021

საქართველოს ვაქცინაციის პროგრამა გაძლიერდება მსოფლიო ბანკისგან მიღებული 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსებით.

აღნიშნული, თანხა დაემატება 2020 წლის მარტში „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

"დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით,მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს  საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.