აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08 ივნ 2021

აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით, საავადმყოფოებში მკურნალობს 317 პაციენტი, მძიმეა 86-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11.

ამ ეტაპზე აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 222 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება - 2 048.