სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ

07 ივნ 2021

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები ამ წუთებში სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მოქალაქეები, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.