ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში - შეხვედრა ცესკოში

07 ივნ 2021

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაა დაგეგმილი. პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიკრიბებიან.