ხანძარი რუსთავის ავტობაზრობაზე - დამწვარია 20-მდე მანქანა

06 ივნ 2021

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.