ჯანდაცვა: ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 11 ბავშვი გავიყვანეთ, მათგან 1 - შშმ პირია

06 ივნ 2021

ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

ამ დროისთვის ზრუნვის სააგენტომ ჯამში პანსიონატიდან 11 არასრულწლოვანი გამოიყვანა, რომელთა შორის 1 შშმ სტატუსის მქონე ბავშვია, ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.