საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

06 ივნ 2021

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის, 61-ე საარტილერიო ბატალიონმა გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ეტაპად ჩატარდა.

წვრთნების მიზანს  საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენდა.