საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ელოდებიან

06 ივნ 2021

დღეს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ დელეგაციას უმასპინძლებს. საქართველოში ჩამოდის  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

ფილიპ რიკერის ვიზიტის მიზანი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა. მთავარი თემა იქნება შარლ მიშელის შეთანხმება და რუსული აგრესია. გაიმართება შეხვედრები მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.