შუქრუთელები ისევ შიმშილობენ - დღეს მათ მხარდაჭერას გამოუცხადებენ

06 ივნ 2021

პროტესტს აგრძელებს სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილიც. აქციის მონაწილეები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. ისინი ერთი კვირაა აქციას თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, მართავენ.

აპროტესტებენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების შედეგად მიყენებულ ზარალს და ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ. მათ დღეს სოლიდარობას აქტივისტები და უფლებადამცველები გამოუცხადებენ.