ზღვაში დაკარგული ახალგაზრდები ამ დრომდე არ უპოვიათ

06 ივნ 2021

უკვე 2 დღეზე მეტია უშედეგოდ  ეძებენ მაშველები  ქობულეთსა და კვარიათში გაუჩინარებულ ახალგაზრდა ბიჭებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  სამძებრო ოპერაციებში ჩართულია 42 მაშველი, 8  მყვინთავი, 2 კატარღა,  2 მცურავი საშუალება, სკუტერი და დრონები. ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.