არსებობდა, თუ არა "ენმ“-სა და გიორგი გახარიას საერთო გეგმები?

05 ივნ 2021

არსებობს თუ არა კავშირი გიორგი გახარიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის  სავარაუდო  გეგმაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით შესაძლოა ხელისუფლების აყირავება გამოეწვია? საქმე ეხება  17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე კიევიდან მიღებულ ინფორმაციას.ოცნების თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას", გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ხელისუფლების აყირავებას ისახავდა მიზნად და ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდა.

ამავე დროს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა.აცხადებს, რომ  ეჭვები,  ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია.