სოფელ ცხმორისის სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა

05 ივნ 2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 49 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც 60 ოჯახს მოემსახურება.

პროექტის ღირებულება 44 250 ლარია.  პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.