ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

05 ივნ 2021

ბათუმის საჯარო სკოლები მზის სისტემები აღიჭურვა.   ინოვაციური პროექტი ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა. პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis "-ის პარტნიორობით შემუშავდა.

ცამეტ საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია.