ოჯახური გარემო შშმ პირებისთვის - ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ ბათუმში ახალი სახლი გახსნა

05 ივნ 2021

'ხელი ხელს“ - ორგანიზაციამ მეშვიდე სახლი ბათუმში გახსნა. სხვადასხვა საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად ორგანიზაცია საქართველოს რეგიონებში საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ბათუმის სადღეღამისო საცხოვრებელში 4 სრულწლოვანი ცხოვრობს. ბენეფიციარები ძირითად დროს სახლში ატარებენ და აქვთ გასეირნების საათებიც. ორგანიზაციას თანადაფინანსებას ბათუმის მერია უწევს.