ვაქცინაციის პროცესი

04 ივნ 2021

სინოვაკის“ დოზები თბილისში საკმარისია, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინებზე მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად ვაქცინაციის პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება.მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.