დიდ ბრიტანეთში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება

04 ივნ 2021

ბრიტანეთის მარეგულირებელმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში გამოყენების შესახებ. მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია.

ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ვაქცინის გამოყენება ბავშვებში.

აქამდე ბრიტანეთში ვაქცინაცია 16 წლიდან იწყებოდა.  31 მაისს ევროკომისიამ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.