აშშ რუსეთს კიბერთავდასხმების აღკვეთისკენ მოუწოდებს

04 ივნ 2021

აშშ რუსეთს მოუწოდებს აღკვეთოს მისი ტერიტორიიდან მომავალი კიბერთავდასხმები. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, ძალისხმევა გასწიოს, რათა ჰაკერულ დაჯგუფებებს პასუხი აგებინოს.

როგორც ბლინკენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ში მდებარე ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია „კოლონიალ პაიპლაინზეკიბერიერიში რუსეთიდან განხორციელდა და ჰაკერები ამ დრომდე რუსეთში იმყოფებიან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა გაატაროს ზომები, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ბლინკენის თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამნაშავეებს ხელს არ დააფარებს.