საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

04 ივნ 2021

საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი, ხოლო ქვეყანაში ბოლო 24 საათში 959 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,59%, ბოლო შვიდი დღის კი 2,9 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 347 762 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 331 680 გამოჯანმრთელდა, 4 876 კი გარდაიცვალა.