პოლიციელებმა გიგა მაქარაშვილს დაკავების დროს ხელი მოტეხეს - მოძრაობა "სირცხვილია"

03 ივნ 2021

მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს.

 

ცოტახნის წინ, გენერალურ პროკურატურასთან, სადაც უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.