სახალხო დამცველის განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე

03 ივნ 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში  სავარაუდო ძალადობისა და  გაუპატიურების   ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი ავრცელებს.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ნინო ლომჯარიამ სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და  უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს.

ომბუდსმენის განმარტებით, გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა,  რომ ‪2016-21 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე  და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე. 

ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.