საწვავი ისევ გაძვირდა

12 ნოე 2016

საქართველოოში საწვავი გაძვირდა. ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე რამდენიმე თეთრით მოიმატა. ნავთობიმპორტიორები და ექსპერტები ბენზინისა და დიზელის ფასის მატებას, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.