საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

02 ივნ 2021

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და რუმინეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გოლები რუმინეთის ნაკრების კარში გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები ოთხ დღეში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ამხანაგურ მატჩში 6 ივნისს საქართველო გასვლაზე ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.