უმაღლეს საბჭოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ

02 ივნ 2021

ოპოზიციური ფრაქციის ფორმირებაზე უკვე იმსჯელა აჭარის უმაღლესმა საბჭომ. ნაციონალური მოძრაობა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ გეგმავს საკანონმდებლო სავარძლების დაკავებას. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ფრაქციას ის უხელმძღვანელებს.

ლევან ანთაძეს კი , რომელიც ბათუმის საკრებულოდან აჭარის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს - წარმომადგენლობით ორგანოში სიის მომდევნო ნომერი ნაზი ფუტკარაძე ჩაანაცვლებს. 

ნაციონალური მოძრაობა აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას დისკომფორტის შექმნას ჰპირდება, თავის მხრივ მმართველი გუნდის წევრები კი ირწმუნებიან, რომ დისკომფორტი ენმ-ს წევრებს თავად დახვდებათ.