12 ნოე 2016
დღეს სტარტი აიღო სპორტულმა თამაშებმა მოსწავლეთა შორის. ასპარეზობა 4 სახეობაში: მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, მინიფეხბურთსა და კალათბურთში ტარდება. ღონისძიების მიზანია სპორტის განვითარება, სხვადასხვა აქტივობაში მოზარდების ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.